ქურიკ ჯალალი
ქურიკ ჯალალ-ი (სომხ. Քուրիկ Ջալալի) – ზებუნებრივი ცხენი სომხურ მითოლოგიაში.
ეპოსის მიხედვით, ეს სასწაულებრივი ცხენი, ადამიანის ენაზე მეტყველებს, გმირრთა მრჩეველი და დამხმარეა. იგი სანასარმა ზღვის ფსკერზე (სხვა ვარიანტით, კუნძულზე) იპოვა; ცხენმა გმირს გამოცდა მოუწყო: აიყვანა მზემდე, რათა დაეწვა, მაგრამ სანასარი ბედაურის მუცელს ამოეფარა; ქურიკ ჯალალი მხედრის გასაჭყლეტად უმალ უფსკრულში ჩაეშვა, მაგრამ გმირი ზურგზე მოაჯდა; მაშინ ცხენი ბედს დამორჩილდა და იმ დღიდან სანასარს ერთგულად ემსახურებოდა.
სხვა ვარიანტის თანახმად, სანასარმა და ბაღდასარმა ზღვის ნაპირზე, ქვის ქვეშ იპოვეს აღვირი, რომელიც ზღვაში ჩაუშვეს და იქიდან ქურიკ ჯალალი ამოიყვანეს. ეპოსის სხვა ვერსიით, მჰერ უფროსს, სანასარის ძეს, ცხენი თავისი პაპის თავლიდან გამოჰყავს (ვარიანტი: დავითს, მჰერ უფროსის ძეს, იგი გამოქვაბულიდან გამოჰყავს). ქურიკ ჯალალი ბრძნულ რჩევებს უფრო ხშირად დავითსა და მჰერ უმცროსს აძლევს და ამხნევებს მათ; ნესტოებიდან ცეცხლის ფრქვევითა და კომბალივით ფლოქვების გამოყენებით, გმირებს მტრის განადგურებაში შველის.
ლიტერატურა
Арутюнян С. Б. Куркик Джалали //Мифы народов мира. Т. II. М., 1982.