ჟორდანია ნოე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:21, 7 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868–1953), სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. "მესამე დასის“ დამფუძნებელი წევრი. 1918–21 წლებში იყო მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. 1921 წლის მარტიდან ჟორდანია და მისი მთავრობის წევრები ემიგრაციაში წავიდნენ.
გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის სასფლაოზე.
