თითისტარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:25, 30 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თითისტარი - ძაფის დასაგრეხი ხელსაწყო. თითისტარი წარმოადგენს მუცლიანი და წვრილთავებიანი ჯოხისა და ქვის ან თიხის კვირისტავის ერთობლიობას. საჩეჩელზე დამუშავებული მატყლის --ფთილას გამოუწყობენ წვერს, მოახვევენ თითისტარს, მერე დააბზრიალებენ და ფთილიდან გამოიძახება დახვეული ძაფი. ესაა უძველესი საფეიქრო მოწყობილობა, რომელიც ადამიანმა გამოიგონა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე.
- ე.ნ.