არვაიდანი ზღალანთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არვაიდანი ზღალანთა (ოს. Арвайдæны згъæлæнтæ) – ციური სარკის ნამსხვრევები ოსური რწმენა-წარმოდგენების თანახმად.
ხალხური შეხედულებით, როცა შემოდგომობით ყინულის რთვილი ჩნდება, მზის შუქზე მბრწყინავი მისი ნაწილაკები ციური სარკის ნამსხვრევებია, სარკე კი ალდარის (ბატონის) ქალიშვილმა დაამტვრია მაშინ, როცა მან საქმრო მესამე ჯერზეც ვერ ნახა.
ლიტერატურა
Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.