ბალადური ოპერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალადური ოპერა - კომიკური ოპერის ინგლისური სახესხვაობა (მე-18 ს.). ბალადურ ოპერაში ფართოდ იყო გამოყენებული ხალხური და პოპულარული საოპერო მელოდიები, განსაკუთრებით კი ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური ბალადები. პირველი ნიმუშია დრამატურგ ჯ. გეისა და კომპოზიტორ ი. კ. პეპუშის მიერ შექმნილი „ღატაკის ოპერა“ (1728), რომელშიც დასცინიან მთავრობსა, არისტოკრატიასა და აგრეთვე იტალიურ ოპერას. განახლებული სახით „ღატაკის ოპერა“ აღადგინეს ბ. ბრეხტმა და კ. ვაილმა („სამგროშიანი ოპერა“, 1928).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")