ბინოკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბინოკლი - დურბინდი, ორი პარალელური ჭოგრისაგან შედგენილი ოპტიკური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ სამხედრო საქმეში ბრძოლის ველის სათვალთვალოდ, მიზნების დასაზვერად, უმარტივესი კუთხური გაზომვისათვის და მანძილის გასაზომად.
გადიდების ხარისხის (ჯერადობის) მიხედვით ჩვეულებრივი ბინოკლები არის საშუალო გადიდების (6-8 ჯერ) და დიდი გადიდების (10-15 ჯერ). არსებობს ბინოკლები, რომლებსაც გადიდების ჯერადობა მდოვრედ ეცვლება (4-20 ჯერ), არის ასევე ღამის ხედვის ბინოკლები.