განაღმვის საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განაღმვის საშუალებები – საშუალებები საინჟინრო და საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად, ამოსაღებად და გასანადგურებლად. ხელით განაღმვის დროს გამოიყენება ნაღმსაძებნები, განაღმვის კომპლექტები; მექანიკური ხერხისას – დიდი ფართობის მომცველი ნაღმსაძებნები და სანაღმო ტრალები და გამრღვევები, განღობვის საინჟინრო მანქანები და სხვა; აფეთქებით განაღმვის დროს – ასაფეთქებელ ნივთიერებათა შეჯგუფებული და წაგრძელებული მუხტები.