გემის დათვალიერების უფლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გემის დათვალიერების უფლება - საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს ღია ზღვაში გემების უკანონო მოქმედების აღკვეთას. ამ უფლებით სარგებლობს სამხედრო ხომალდი უცხოეთის ისეთი გემის მიმართ, რომელსაც არ გააჩნია იმუნიტეტი და ეჭვმიტანილია მეკობრეობაში, მონათვაჭრობასა და ნარკოვაჭრობაში, უსანქციო რადიო-ტელემაუწყებლობაში და ა.შ.
გემის დათვალიერების უფლებით სარგებლობენ აგრეთვე ზღვისპირა სახელმწიფოები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თავიანთი სუვერენული უფლების განხორციელების დროს.