გინგილა - შესამოსელი, მსხვილი ზომის ლენტი, რომელსაც ატარებს დიაკონი მარცხენა მხარეზე სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.