ავსტრია-უნგრეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:03, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრია-უნგრეთის გერბი

ავსტრია-უნგრეთი, დუალისტური სახელმწიფო, შეიქმნა 1867 წელს ავსტრიის იმპერიის გარდაქმნის შედეგად ავსტრიისა და უნგრეთის გაბატონებული კლასების კომპრომისული შეთანხმების საფუძველზე. იყოფოდა ავსტრიის იმპერიად (ცისლაიტანია), და უნგრეთის სამეფოდ (ტრანსლაიტანია).

ავსტრიის იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან იმავე დროს უნგრეთის მეფე იყო. დაიშალა 1918 პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად. მის ტერიტორიაზე შეიქმნა ავსტრია, უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია. ტერიტორიის ნაწილი შევიდა იუგოსლავიის, იტალიის, რუმინეთისა და პოლონეთის შემადგენლობაში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები