არტილერიის სიმჭიდროვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არტილერიის სიმჭიდროვე (ოპერაციაში, ბრძოლაში) – ქვემეხების (ნაღმსატყორცნების) საშუალო რაოდენობა 1 კმ ფრონტზე. განისაზღვრება გარღვევის მონაკვეთზე (ზოლში), ძირითადი ძალის თავმოყრის მიმართულებაზე და საცეცხლე მომზადების განხორციელების მონაკვეთზე. წარმოადგენს არტილერიის მასირების ხარისხის მაჩვენებელს და ოპერატიულ-ტაქტიკურ საანგარიშო სიდიდეს არტილერიის საბრძოლო გამოყენების დაგეგმვისას.