ბასტიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბასტიონი - (ფრანგული bastion, ლათინური bastillio – ვაგებ სიმაგრეს), ხუთკუთხოვანი დამცავი ნაგებობა, რომელსაც აღმართავენ ციხესიმაგრის გალავნის კუთხეებში.
მისი დანიშნულებაა წინმდებარე ტერიტორიისთვის ცეცხლდაშენა და ციხესიმაგრის კედლების ან მის წინმდებარე თხრილების ფლანგიდან დაცვა. შედგებოდა საარტილერიო ქვემეხის განსათავსებელი 1 ან 2 მიწაყრილისგან. პირველად გამოიყენეს XV საუკუნეში.