საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფა – საბრძოლო მასალების ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რომელიც მათ არასანქცირებულ მოქმედებას გამორიცხავს. ხორციელდება ადგილმდებარეობის (აკვატორიის), სარემონტო (სარეგლამენტო) სამუშაოების ან გამოცდის, არასაშტატო ფუნქციონირების მიზეზების გამორკვევის, უტილიზაციის მიზნით. საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას აღწევენ საბრძოლო მასალის მექანიკური ნგრევით (როგორც წესი – აფეთქებით), აღჭურვილობის მოცილებით, ინიცირებადი მოწყობილობების ამოღებით ან უსაფრთხო მდგომარეობაში გადაყვანით, კვების წყაროების მოხსნით და სხვა.