თვითდამიზნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თვითდამიზნება - მოძრავი ობიექტის მართვის სისტემის სახეობა. დაზიანების საშუალებების (რაკეტები, ტორპედები და ა.შ.) საბორტო აპარატურის მეშვეობით ავტომატური დამიზნების ხერხი;
ხორციელდება მიზნის გამოსხივებული ან არეკლილი ენერგიით (თბური, ხმოვანი, სინათლის და ა.შ.), რაც კონტრასტულად გამოყოფს მიზანს. შესაძლებელია გამოიყენონ მიზნის საკუთარი გამოსხივება - პასიური თვითდამიზნება ან დაზიანების საშუალებაზე განლაგებული გამოსხივების წყაროს მიერ გამოშვებული და მიზნიდან არეკლილი გამოსხივება - აქტიური თვითდამიზნება ასევე ცალკეული დამიზნების პუნქტიდან გამოსხივებით ნახევრადაქტიური თვითდამიზნება.