ალაფი (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაფი (სამხედრო) (ბერძნული tropaion, სიტყვასიტყვით – გამარჯვებულის პატივსაცემად დადგმული ძეგლი) ლაშქრობაში ნაშოვნი ქონება – დავლა, ნადავლი.

მოწინააღმდეგის მიერ ბრძოლის ველზე ან კაპიტულაციის შემდეგ დატოვებული დროშები, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური ფასეულობა. ალაფი ითვლება გამარჯვებული სახელმწიფოს საკუთრებად, გამოიყენება სამხედრო და სხვა საჭიროებისათვის.


ძველ საბერძნეთში ალაფი თავდაპირველად წარმოადგენდა ხის ბოძს ზედ ჩამოკიდებული მტრის იარაღით. იდგმებოდა ბრძოლის ადგილზე და თან ერთვოდა ტექსტი ბრძოლის შესახებ, გამარჯვებულების და დამარცხებულების სახელებით. ძვ. რომში ძეგლები (ტრიუმფალური ჭიშკარი, თაღები და სხვა) აღიმართებოდა ქალაქში. შემდგომში ეს ტრადიცია გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები