რუსეთ-ირანის ომი 1826-28
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუსეთ-ირანის ომი 1826-28 - ირანმა ინგლისელთა წაქეზებით ახალი ომი დაიწყო რუსეთთან. სამხედრო მოქმედებების მსვლელობაში რუსეთის ჯარებმა (12 ათ. კაცი) ადგილობრივი მილიციის (26 ათ. კაცი) დახმარებით დაამარცხეს ამიერკავკასიაში შემოჭრილი ირანის 60 ათ-ანი არმია.
თურქმანჩაის ზავით (1828) რუსეთმა ირანს ჩამოართვა ერევნისა და ნახჭევანის სახანოები.