ომის გამოცხადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ომის გამოცხადება - რომელიმე ქვეყნის განცხადება ამა თუ იმ სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოების კოალიციასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შეწყვეტის და ომის მდგომარეობაზე გადასვლის შესახებ. შედის ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების კომპეტენციაში. მეტი წილი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად, ომის მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი.