დაშორიშორება (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაშორიშორება

1. შეზღუდული ფართობის რაიონებში თავმოყრილი ჯარების, საბრძოლო ტექნიკის ან ორგანიზაციების მცირე ნაწილებად განლაგება, ან ერთმანეთისგან დაშორება, მოქმედების უნარისა და შესაძლებლობების ამაღლების მიზნით.
2. ჰაერიდან დესანტირების დროს, გადმოყრის ზონაში დაშვებისას, პირადი შემადგენლობის და/ან ტექნიკის გაფანტვა.


3. სავაჭრო ნაოსნობაზე სამხედრო-საზღვაო კონტროლის დროს გემების თავმოყრის შემცირება პორტის აკვატორიაში მათი სადგომების გადანაწილებით. ასევე ხომალდის გადაყვანა ღუზიან ახალ სადგომზე, რომელიც მდებარეობს პორტის აკვატორიის საზღვართან ან პორტთან ახლოს. მისი მიზანია ხომალდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავდასხმის შემთხვევაში დაზიანების ალბათობის შემცირება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები