საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:17, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი – ჯარების (ძალების) შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილ ვადაში შეიძლება მოემზადონ საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.
საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის დადგენა ხდება, ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის უწყვეტად შესანარჩუნებლად, ხოლო საჭიროებისას – მომზადების დონის ასამაღლებლად. ჯარები (ძალები) თანამიმდევრულად გადაჰყავთ ერთი ხარისხიდან მეორე, უფრო მაღალ ხარისხში ან შემოჰყავთ დადგენილ ხარისხთაგან ნებისმიერი.