ჯარების გაშლის დაფარვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების (ძალების) გაშლის დაფარვა - შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის შემადგენელი ნაწილი. ჯარების საზღვრისპირა დაჯგუფებების სარდლების მიერ ჩატარებული ღონისძიებები. ისინი მიმართულია ომის საწყის პერიოდში თავდაცვითი (შეტევითი) ოპერაციის გეგმის შესაბამისად ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფებების ორგანიზებული და დროული გაშლისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად.