სამხედრო დროშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო დროშა - ნიშანი, რომელიც აერთიანებს სამხედრო ნაწილს და მიუთითებს მის კუთვნილებაზე კონკრეტული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისადმი; მხედრული პატივის სიმბოლო.
ხომალდის დროშას ალამს უწოდებენ. გაჩნდა უძველეს დროში. თავდაპირველად სამხედრო დროშის როლს ასრულებდნენ გარკვეული ფიგურები (ბუ, არწივი; ჩვენში – სვანური ლემი), რომლებიც ტარს ზემოდან უკეთდებოდა, ხოლო IX საუკუნიდან ტარზე უკვე ქსოვილს ამაგრებდნენ.