სამხედრო კონტრაბანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო კონტრაბანდა - (საერთაშორისო სამართალში), მასალები და საგნები, რომლითაც ნეიტრალური სახელმწიფო ან მისი მოქალაქეები ამარაგებენ სამხედრო კონფლიქტში ჩართულ ერთ-ერთ მხარეს.
სამხედრო კონტრაბანდა ექვემდებარება კონფისკაციას, იგი გადააქვთ საკუთარ ან შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. შეიძლება განხორციელდეს სამხედრო კონტრაბანდის სატრანსპორტო საშუალებების კონფისკაციაც.