სამხედრო კონცეფცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო კონცეფცია - სამხედრო პოლიტიკასთან, ომის წარმოებასთან, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული შეხედულებების გარკვეული სისტემა.
საკუთრივ, სამხედრო კონცეფცია შეიძლება შეიმუშაონ სახელმწიფოებმა, საზოგადოებრივმა მოძრაობებმა, პარტიებმა, სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ კონცეფციაში აყალიბებენ თავიანთ დამოკიდებულებას მთლიანად სამხედრო საქმიანობის და სამხედრო საქმის ან მათი ცალკეული ასპექტებისადმი.