ჰუი ხაიხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:29, 24 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუჲ ჴაჲჴორ-ი / ვიჲ ჴაჲჴორ-ი (ჩეჩნ. ХIуй кхайкхор; ინგუშ. вий кхайкхор – „რისხვის გამოცხადება“) – დამნაშავის სახალხო შერისხვის, დაწყევლისა და მისი ოჯახისთვის ბოიკოტის გამოცხადების ჩვეულება ვაინახებში. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის შეჩვენება უხუცესთა საბჭოს ან სოფლის მკვიდრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით ხდებოდა. აღნიშნული წესის შესრულების დროს მთელი სოფელი ტაშტზე ან სინზე ჯოხის ცემითა და ხმამაღალი ძახილით წყევლიდა დამნაშავესა და მის ნათესავებს, რასაც მოსდევდა ე. წ. კარლაღას – „შეჩვენების ძეგლის“ – აღმართვა. მძიმე დანაშაული, რის გამოც აღნიშნული წესი სრულდებოდა, იყო სტუმრის, ნათესავის (დედის, მამის, ძმის და სხვ.), შემორიგებული მოსისხლის მკვლელობა, სისხლი აღების მიზნით ქალის მოკვლა, ინცესტი და სხვ.


ლიტერატურა

  • Анчабадзе Ю. Д. «Остракизм» на Кавказе // СЭ, 1975, № 5;
  • Берже А. П. Чечня и чеченцы // Кавказский календарь на 1860 г. Тф., 1859;
  • Саидов И. А. Чечено-ингушские карлаги // СЭ, 1964, № 2;
  • Харузин Н. И. Заметки о юридическом быте чеченцев и ингушей // Сборник материалов по этнографии, издаваемый при Дашковском этнографическом музее. Вып. III. М., 1888.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები დაწყევლის წეს-ჩვეულებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები