ევ ადამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ევ ადამი (თაბ. Ев адами – „სახლის კაცი“) – ფუძის მფარველი ანთროპომორფული არსება დაღესტნელ (თაბასარანელ) აზერბაიჯანელებში. მათი წარმოდგენით, მიყურადების შემთხვევაში გაიგებ ევ ადამის ფეხის ხმას, კაკუნს; უყვარს სახლში საგანთა გადაადგილება; ოჯახში მის ყოფნას სარგებლობა მოაქვს.
ლიტერატურა
Сефербеков Р. И. Номенклатура мифологических персонажей азербайджанцев Табасарана // Вестник Института истории, археологии и этнографии. Махачкала. 2014, № 3.