იამბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 4 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იამბე – (ბერძნ.) პანისა და ნიმფა ექოს ასული.
იამბე ელევსინის სახელოვანი მეფის, კელეოსის მოახლე იყო. როდესაც შვილის გაუჩინარებით დამწუხრებული დემეტრე ელევსინის სასახლეში აღმოჩნდა, იამბემ თავისი ხუმრობით პირველად მოჰგვარა ღიმილი ქალღმერთს.
ძველი ბერძნული ლირიკა მრავალფეროვანია სალექსო საზომთა თვალსაზრისით. ერთ-ერთ საზომს იამბი ეწოდა იამბეს სახელის მიხედვით. თავდაპირველად ამ საზომით წერდნენ იმ სახუმარო ლექსებს, რომლებსაც მღეროდნენ წმინდა პროცესიათა მონაწილენი.