პენტაზოცინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:42, 5 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პენტაზოცინი - (pentazocine) – სინთეზური ოპიოიდი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ფსიქოზი, რომელიც ხასიათდება კოშმარული სიზმრებით, დეპერსონალიზაციითა და მხედველობითი ჰალუცინაციებით. იმის გამო, რომ პენტაზოცინი ხასიათდება როგორც აგონისტის, ისე ანტაგონისტის თვისებებით, მას შეუძლია გამოიწვიოს ნარკოტიკული აღკვეთის სინდრომის ჩამოყალიბება.