მიჩვევის ფორმირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 7 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიჩვევის ფორმირება - (habit-forming) – სიტყვასიტყვით – ისეთი მახასიათებლების არსებობა, რომლებიც ხელს უწყობს ჩვეულ ან რეგულარულ გამოყენებას. ტერმინი აგრეთვე გამოხატავს ფსიქოაქტიური ნივთიერების ისეთ გამოყენებას, რომლის დროსაც იგულისხმება მოცემული ფსიქოაქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი დამოკიდებულების პოტენციალის არსებობა. ამავე დროს, გამოთქმა „მიჩვევის ფორმირება“ გამოიყენება უფრო ყოველდღიურ მეტყველებაში და არ ჟღერს ისე სახიფათოდ. ამ მიზეზით, მას იყენებენ გასაფრთხილებლად, ფარმაცევტულ ეტიკეტებზე.