აბუთალიბი
აბუთალიბი – გარგარის სომხური ჯიშია, ფართოდ გავრცელებულია სომხეთში და ფასდება, როგორც ადრეულა სუფრის ჯიში.
საქართველოს რაიონებში ნაკლებად არის გავრცელებული.
გვხვდება თბილისისა და გორის რაიონებში ცალკე ხეების სახით.
გარგარებს შორის ყველა ჯიშზე ადრე მწიფდება. კარგი გემოს ნაყოფი ახასიათებს. მხოლოდ ნაყოფი არ არის მსხვილი.
ხე მაღალი შენების ვარჯს ინვითარებს.
ფოთოლი წვრილი აქვს.
ყვავილობა ადრეულა ახასიათებს.
ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლო რიცხვებიდან (ხიდისთავი). ნაყოფი მოგრძო–კვერცხისებრი ფორმისაა, კარგად გამოხატული ღარით. ნაყოფი ბოლოში წაწვეტებულია.
კანი ღია მომწვანო–ყვითელი ფერისაა; ზოგიერთ ნაყოფს მზის მხარეზე ვარდისფერი შეფერვა ეტყობა; ნაყოფის კანი სქელია და მკვრივი.
ნაყოფის ხორცი ღია ყვითელი ფერისაა, ძლიერ ნაზი, გემრიელი, წვნიანი და ტკბილი.
კურკა მოგრძო ფორმისაა, ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;