Campanula petrophila Rupr

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 14 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Campanula petrophila Rupr.

Campanula petrophila Rupr. - ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ფაშარკორდიანი, შებუსული, 4-25 სმ სიმაღლის. მრავლად აქვს საყვავილე ყლორტი, წვრილი, წამოწეული, შიშველი, 1-5-ყვავილიანი. ძირის ფოთლები მკვეთრად არის შევიწროებული ყუნწთან. კვერცხისებური ან უკუკვერცხისებური ფორმის, 3-15 მმ სიგრძისა და 5-12 მმ სიგანის. წვერზე 3-5-კბილიანია. ღეროსეული ფოთლები პატარაა და ნიჩბისებური. გვირგვინი ზარისებურია ან მილისებურ-ზარისებური. ღია ცისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. კავკასიის ენდემური მცენარეა. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა, იზრდება კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთში, სტორის ხეობაში, ტბათანაზე.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები