Iris sibirica L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 17 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
250პქIris sibirica L.

Iris sibirica L. - ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი ლურჯია, მოიისფრო ზოლებიანი; ყვავილსაფრის მილი თითქმის შეუმჩნეველია, ზარისებური. ყვავილსაფრის ფოთლებს წვერზე ამონაკვეთი არა აქვს. ფოთლები ხეშეშია, მოყვანილობით – ვიწრო-ხაზური და გრძლად წაწვეტებული. ღერო მაღალია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის ზედა და სუბალპურ სარტყლებში მაღალ ბალახეულობაში, ტენიან, დაჭაობებულ მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე – სოფ. ომალოს მიდამოებში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები