Veronica multifida L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Veronica multifida L.

Veronica multifida L. – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scorphulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ შებუსული, სიმაღლე – 15-50 სმ. ღერო მარტივია ან დატოტვილი, შეფოთლილი. ფოთლები მჯდომარეა, თითქმის ღერომხვევი, ფართო ან მოგრძო-ლანცეტა, კიდეებზე დაკბილული ან კიდემთლიანი. ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი მკრთალი ცისფერია ან მოვარდისფრო იისფერი. ყვ. ნაყ. IV-IX. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებში, არხების, რუებისა და გუბურების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები