პროიტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროიტოსი(ბერძნ.) ტირინსის მეფე. აბასის ძე, აკრისიოსის ტყუპისცალი. პროიტიდების მამა.

ტირინსი მდებარეობდა არგოლისში, რომლის მეფე აბასსაც ტყუპი ვაჟი – აკრისიოსი და პროიტოსი ჰყავდა (დანაე). როდესაც აბასი გარდაიცვალა, ძმებმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაინაწილეს სამეფო. ასე ამბობენ, ამ ომის დროს გამოიგონესო პირველად ფარი. პროიტოსს მიაწერენ აგრეთვე ქალაქის გარშემო ე.წ. „კიკლოპური გალავნის“ აგებას. შესაძლოა, აკრისიოსისა და პროიტოსის მითოსმა შემოგვინახა კრეტა-მიკენის ეპოქის მეფეთა ბრძოლის ისტორიული ამბები.

ჰომეროსის პოემებში პროიტოსი ბელეროფონის მითოსთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მის ქალიშვილებს, პროიტიდებს, ისინი მელამპუსის ლეგენდის პერსონაჟებად გვევლინებიან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები