ერძიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:16, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერძიელი || ერძელი (ინგუშ. Эрдзиели || Эрдзели) – ინგუშეთის მთიანეთში მდებარე სოფ. ერზის მფარველი ხატი. სამლოცველოში ნაპოვნი ისრის წვერების მიხედვით, საკულტო ნაგებობა XV-XVI სს-ბით არის დათარიღებული. როგორც ჩანს, ერძიელი || ერძელი იგივე „ერზის სიელი“, ანუ ჭექა-ქუხილის ღვთაების (სელის || სიელის) ერზის სამლოცველოა. ჭექა-ქუხილის ღვთაებისათვის ისრების, როგორც მისი ატრიბუტის, შეწირვაც ამაზე მიუთითებს.


ლიტერატურა

Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004; Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები