ბაირიმ-ყიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაჲრიმ-ყიზი (ბალყ.-ყარაჩ. Байрым-къызы) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ჯადოქარი, რომლის რჩევითაც ალაუგანი დევი ქალისა და მისი ასულების ტყვეობაში მყოფ მამასა და ნართებს იხსნის; ამიტომ იძულებული ხდება ბაჲრიმ-ყიზის ქალიშვილზე იქორწინოს. როცა ნართი შეიტყობს, რომ სიდედრი და ცოლი ჯადოქრები არიან და ადამიანის ხორცით იკვებებიან, მეუღლეს კლავს, დედამისს კი, გაწეული დახმარების გამო, ცოცხალს ტოვებს.
ლიტერატურა
- Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.