თაშლანგანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაშლანგანი (ბალყ.-ყარაჩ. Ташланнган – „განდევნა“) – უპატიებელ დანაშაულში მხილებული პირის თემისაგან მოკვეთა. რამდენადაც ტერმინი ეტიმოლოგიზირდება, როგორც „ქვით ცემა“, შესაძლოა, შორეულ წარსულში დამნაშავის განდევნის, დასჯის რიტუალი მის ჩაქოლვასაც ითვალისწინებდა.
ლიტერატურა
- Маремшаова И. И. Основы этнического сознания карачаево-балкарского народа. Минск, 2000;
- Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.