ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია
ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია - ახალგა - ზრდების პირველი სოციალ -დემოკრატიული ორგანიზაცია, „მარქსისტ მოსწავლეთა კავში - რის“ სახელწოდებით, ქალაქ ქუთაისის მე - 5 სა - სწავლებელში, 90 მოსწავლის ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციამ ჰექტოგრაფული წესით ჟურნა - ლის „ჩვენი მიზანი“ რამდენიმე ნომერი დაბეჭ - და. მანვე შეიმუშავა ორგანიზაციის წესდება და სამეცადინო გეგმა. მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის პირველმა კონფერენციამ (1916 წ -ის დეკემბერი) 1912 -1916 წწ -ში შექმნილი ახალგა - ზრდების მარქსისტ მოსწავლეთა კავშირები გააერთიანა და მას „ამიერკავკასიის მარ - ქსისტ -მოსწავლეთა კავშირი“ უწოდა. მან და - ამტკიცა ამ ორგანიზაციის წესდებაც. მეორე კონფერენციაზე (1918, მარტი) ორგანიზაციის შიგნით ფრაქციულობა და ბოლშევიკებთან თანამშრომლობა მიუღებლად იქნა მიჩნეული. იმავდროულად, ორგანიზაციას ოფიციალუ - რად „ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსის - ტთა ორგანიზაცია“ უწოდეს. ამ კონფერენცი - ის მუშაობაში 16 ორგანიზაციის 39 დელეგატი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიო - ნიდან. წარმოდგენილი დელეგატებიდან 38 ქა - რთველი და 1 რუსი იყო. მუშაობა ქართულ ენა - ზე მიმდინარეობდა. კონფერენციაში მხოლოდ ქართველები მონაწილეობდნენ და ორგანი - ზაციისთვის ამიერკავკასიის სახელის მიკუთ - ვნება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მეორე კონფერენციის მსვლელობაში ორგანიზაციაში მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობები გამოიკვეთა. ეს ფაქტი შემდეგში საფუძვლად დაედო ახალგაზრდების მენშევიკური და ბოლ - შევიკური ორგანიზაციების შექმნასა და ცალ - ცალკე ორგანიზაციულად გამოყოფას - 1917 წ-ის აგვისტოში. 1918 წ-ის იანვრის მონაცემებით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციები საქართველოს მრავალ რეგიონსა და ქალაქში შეიქმნა. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა (მოსწავლე, სტუდენტი და მუშა ახალგაზრდობა) 2300 კაცს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები ერთმანეთისაგან დაქსაქსუ - ლად მოქმედებდნენ, ამიტომ მათი გაერთიანე - ბა დადგა დღის წესრიგში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქუთაისის ახალგაზრდა მარ - ქსისტთა ორგანიზაციებმა გადადგეს. საქა - რთველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანი - ზაციების გაერთიანების საქმეში გარდამტეხი როლი ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსის - ტთა ორგანიზაციების მეორე თავისუფალ - მა კონფერენციამ (1919 წ -ის 26 თებერვალი) შეასრულა. ახალგაზრდების ამ ფორუმს 44 დელეგატი ესწრებოდა. ფორუმი, ცენტრალუ - რი კომიტეტის სახელით, ა. მექანარიშვილმა გახსნა. კონფერენციის თავმჯდომარედ ს. მი - ხეილიძე აირჩიეს, მოადგილედ - ვ. ნუცუბიძე. კონფერენციამ ორგანიზაციის სახელწოდების შეცვლის შესახებ იმსჯელა და, მიღებული და - დგენილებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციას საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია ეწო - და. 1919 წ -ის 29 ნოემბერს თბილისის სახელ - მწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო საქა - რთველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანი - ზაციის მეორე თავისუფალმა კონფერენციამ. დაესწრო 41 დელეგატი, სხდომა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ სოფ. მიხეილიძემ გახსნა. დაამტკიცეს ორგანიზაციის ცენტრა - ლური კომიტეტის შემადგენლობა ( მ. ჩაჩუა, მ. კვატაშიძე, ა. თარაიანი, დ. ლომთაძე, დ. ყიასა - შვილი, მ. დუდუჩავა, დ. ორაგველიძე, კ. ჭავჭა - ნიძე, ვალ. ნუცუბიძე, ჩოგოვაძე). ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ დ. ლომთაძე იქნა არჩეული, ხოლო მოადგილეებად - დ. ორაგვე - ლიძე და დ. ყიასაშვილი. ჟურ. „ახალი კვალის“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში შე - ვიდნენ: მ. ჩაჩუა, შ. დუდუჩავა, დ. ყიასაშვილი, მ. კვატაშიძე, მ. ჩოგოვაძე. იმავე კონფერენ - ციამ საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წესდება დაამტკიცა, რითაც განსაზღვრა ორგანიზაციის სტრუქტურა და წევრთა უფლება -მოვალეობები. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის III კონფერენციის (1920 წ -ის მარტი) მონაცემე - ბით, ორგანიზაცია 5000 -ზე მეტ წევრს აერთიანებდა. საქართველოს ახალგაზრდა მარქსის - ტთა IV კონფერენციის (1921 წ -ის იანვარი) მონაცემებით, მის რიგებში მუშა, გლეხი, მო - სწავლე და სტუდენტი ახალგაზრდების 6000 წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. 1921 წ-ის თებერვლის უმძიმეს პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციამ წევრთა მობილიზაცია გამოაცხადა და სამშო - ბლოს დამცველთა რიგებში ჩააყენა.
- შოთა ვადაჭკორია
ლიტერატურა
შ. ვადაჭკორია, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია 1917-1921 წლებში, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე),წიგნი II, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი