სასანთლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:08, 12 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასანთლე // შანდალი - სანთლის ჩასამაგრებელი ჭურჭელი. გამოიყენებოდა როგორც ერთსანთლიანი, ასევე მრავალშტოიანი//მრავალსანთლიანი. სანთელს გააჩნია ღერო, ძირი, ბუდე, სანთლის დასაღვენთი ფირიფტა და ზოგიერთ შემთხვევაში სახელური.
სასანთლე იყო დასადგმელი, კედელზე დასაკიდებელი და ჭერში ჩამოსაკიდიც. მრავალტოტიან სასანთლეს კანდელაბრი ჰქვია, ხოლო ეკლესიაში გამოსაყენებელ დიდ სანთელს - კანდელი. აქედანაა წარმოებული გვარი, „კანდელაკი“ რაც სანთლის ამნთებს ნიშნავს.
ლიტერატურა
ა. ოჩიაური ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1991. ე.ნ.
