ბონები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა
ბონები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი- კისა - ქაღალდის დროებითი ფულადი ნიშანი, ლეგალური საგადამხდელო საშუალება საქა- რთველოს ტერიტორიაზე 1919 წ-ის ივლისიდან - 1922 წ-მდე. მის შემოღებამდე გარდამავალი ფულის ფუნქციას ასრულებდა ამიერკავკასი- ის კომისარიატის ბონი. საერთო ფულის არ- სებობა ზღუდავდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ფინანსურ სფეროში. ამის გამო, ქართული ფულის თუნდაც ბონის სახით გამოშვების მომხრეთა რიცხვი საქართველოს ხელისუფლებაში თა- ნდათან იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით შესა- მჩნევი გახდა დამფუძნებელი კრების არჩევისა და მთავრობის შემადგენლობის შეცვლის შე- მდეგ. კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პოსტზე დანიშვნამ დიდი როლი შეასრულა საქართვე- ლოს დამოუკიდებელი ფინანსური სისტემის შექმნის დაჩქარებაში. 1919 წ-ის 11 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქა- რთველოს ბონების გამოცემის შესახებ. იმავე წელს გამოვიდა შემდეგი ნომინალის მქონე ბონის კუპიურები: 50-კაპეიკიანი, აგრეთვე, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500-მანეთიანები, რასაც 1920 დაემატა 1000-მანეთიანები, ხოლო 1921 - 5000-მანეთიანები. ამ ნომინალების ზომები (მილიმეტრებში) ასეთი იყო: 50 კაპეიკი - 57X39; 1 მანეთი - 77X53; 3 მანეთი - 89X60; 5 მანეთი - 115X74; 10 მანეთი - 120X77; 50 მანეთი - 134X88; 100 მანეთი - 156X101; 500 მანეთი - 163X102; 1000 მანეთი - 163X102; 5000 მანეთი - 175X105. ბონებზე აღბეჭდილი გამოსახულებები და სა- მენოვანი (ქართული, რუსული და ფრანგული) წარწერები მკაფიოა და გარკვევით იკითხება. ბონებზე გვხვდება მთავრობის თავმჯდომა- რის ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა და ვაჭ- რობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის ფაქსიმილეები ქართულ ენაზე. საქართველოს ბონების ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი, ჰენრიკ ჰრინევსკი და დიმიტრი შევარდნაძე. ბონები გაფორმებულია საკმაოდ მაღალმხატვრულ დონეზე და გამოირჩევა ეროვნული ხასიათით. ზოგიერთ მათგანზე, კერძოდ, 5, 10, 50 და 100-მანეთიან კუპიურებზე, მხატვრული გაფო- რმების კუთხით საგრძნობია კომისარიატის იმავე ნომინალის ბონების ზეგავლენა. განსა- კუთრებულ ყურადღებას იპყრობს 500-მანეთი- ანი ბონის კუპიურა. მის ავერსზე აღბეჭდილია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით ნაგები პომპეზური თაღი, რომლის ქვეშ მდგარ და ჩუქურთმებით დამშვენებულ საკარცხულ- ში დაბრძანებულა ახალგაზრდა ქალი. მის- გან მარჯვნივ გამოსახულია ოვალური ფარი, ხოლო მარცხნივ - საბრძოლო შუბი. ქალის მსგავსი გამოსახულება იმავე პერიოდში გა- მოშვებული ქართული საფოსტო მარკების ზო- გიერთ სერიაზეც გვხვდება. ფილატელისტთა დაკვირვებით, მარკების მხატვარს აღნიშნუ- ლი ქალი წარმოდგენილი ჰქონდა საქართვე- ლოს სიმბოლოდ, ისეთ სიმბოლოდ, როგორიც ცნობილი მარიანაა საფრანგეთის მარკებზე. 5000-მანეთიანი ბონის კუპიურის ავერსზე აღ- ბეჭდილია ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩახატული საქართველოს მთავრობის სასახლე, რომლის ფლაგშტოკზეც იმდროინდელი სახელმწიფო სამფეროვანი დროშა ფრიალებს. საქართვე- ლოს ბონები დაბეჭდილია ამიერკავკასიის კომისარიატის ბონების მსგავს, არაჭვირნიშნიან ქაღალდზე. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 500-მანეთიანი კუპიურების ერთი ნაწილი, რომელზედაც ოდნავ ბუნდოვანი და გაურკვეველი ფორმის ჭვირნიშნებია; ასევე, 5000-მანეთიანი ბონის კუპიურების ნაწილიც, რომლებზედაც საინტერესო ფორმის ჭვირ- ნიშნები გვხვდება. ეს ჭვირნიშანი წარმოა- დგენს ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული სამი ქართული ასოს - ს. დ. რ. (იშიფრება როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) - ერთმანეთში მხატვრულად ჩაგვირისტებულ კომბინაციას. ამ ტიპის ჭვირნიშნებით მოფე- ნილია ბონის მთელი ფართობი. ეს ქაღალდი საქართველოს მთავრობამ იტალიის ზარაფხა- ნაში დაამზადებინა. 1921 წ-ის თებერვალში, თბილისის დატოვებისას, საქართველოს მთა- ვრობამ თან წაიღო ხსენებული ჭვირნიშნიანი ქაღალდის მარაგი. სწორედ ამან განაპირობა, რომ თბილისში შემოჭრილი და დამკვიდრე- ბული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც განსა- ზღვრული დროის განმავლობაში განაგრძობ- და ძველი ნიმუშის ბონის გამოშვებას, იძულე- ბული იყო, ფულის ნიშნები არაჭვირნიშნიან ქაღალდზე ებეჭდა. 1919 წ-ის ივლისიდან 1921 წ-ის თებერვლის ბოლომდე განხორციელდა საქართველოს ბონების ხუთი ემისია. მართა- ლია, საქართველოს ბონების კურსი არასტა- ბილური იყო, მაგრამ მის დაცემას არ მიუღია კატასტროფული ხასიათი, არაერთი სხვა ქვეყ- ნის ვალუტისგან განსხვავებით.
- ნიკო ჯავახიშვილი
ლიტერატურა
ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი