უზანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 12 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უზანგი - ცხენის აღკაზმულობის მნიშვნელოვანი დეტალი, რკინის, ფეხთშესაყარი, რომელიც კეხის ფრთაზეა ჩამოკიდებული ისეთ მანძილზე, რომ მასში ფეხგაყრილ მხედარს მუხლი ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში ჰქონდეს. უზანგი ცხენით სიარულის დროს, ფეხის საყრდენის ფუნქციას ასრულებს და ამავე დროს, მხედარს ეხმარება ცხენზე ასვლაში. უზანგის გამოყენებას VI ს. ვარაუდობენ და მის გაჩენას ძველთურქული ტომების სახელს უკავშირებენ. უზანგმა დიდად შეუწყო ხელი მხედრის ხანგრძლივად ცხენზე ჯდომას. საქართველოში უზანგები ძირითადად ქალაქებში მზადდებოდა.
- ე.ნ.