ვარდოიანცი მიკიჩ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 24 იანვარი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდოიანცი მიკიჩ - (1971, ალექსანდროპოლი - 161 1955, პარიზთან ახლოს) - სოციალ-დემოკრატი. ეროვნებით სომეხი.

განათლება თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო. 1898 წლიდან რსდმპ-ის წევრი, 1905 წლიდან მენშევიკი. პარტიულ საქმიანობას ძირითადად ბაქოში ეწოდა. სხვადასხვა დროს სამჯერ იყო დაპატიმრებული. წლების განმავლობაში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიის სხვადასხვა ქალაქში.

1917 შედიოდა თბილისისოციალ-დემოკრატიული პარტიისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 1918-1921 წლებში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგოადოების წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც ჩეკამ დააპატიმრა, 1922 სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად გააძევეს ქვეყნიდან. 1923 წ-დან ცხოვრობდა პარიზში, მუდმივი კავშირი ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

სსცა -ფ. 1836. აღწ. 1. საქ. - 109.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები