ზახაროვი დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:44, 25 იანვარი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე - (?-?) - სოციალ-დემოკრატი.
1907 სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ის ასევე ირიცხებოდა მოსკოვის სასამართლო პალატაში მოსკოვის ოლქის ნაფიც ვექილთა სიაში. 1910 წლიდან ვექილად დაიწყო მუშაობა სოხუმში, შემდეგ კი სოხუმის ოლქის კომისარი გახდა. 1919 წლის თებერვალში ზახაროვი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. თბ.,2016