მაზნიაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი მაზნიაშვილი

მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე (11.XII.1872, სოფ. სასირეთი, გორის მაზრ. - 1937) - გამოჩენილი ქართველი გენერალი. სამხედრო განათლების მიღების შემდეგ სამსახური დაიწყო რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1904-05 წწ-ის რუსეთ - -იაპონიის ომში. დაიჭრა და მკურნალობდა პე- ტერბურგის ჰოსპიტალში, სადაც პირადად იმ- პერატორმა ნიკოლოზ II-მ ინახულა და ომში გა- მოჩენილი მამაცობისათვის ოქროს ხმალი და წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი გადასცა. 1909 აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-2 პოლკის კაპიტანია. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო პოლკის მეთაური. ვარშავა- სთან ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა.

1917 დაბრუნდა საქართველოში და აქტიუ- რი მონაწილეობა მიიღო ქართული შენაერთე- ბის ჩამოყალიბებაში. იყო ქართული დივიზიის მეთაური. გენერალი (1918). 1918 წ-ის დასა- წყისში, როცა ოსმალებმა შეტევა განაახლეს და მათი შეჩერება ვერ ხერხდებოდა მათ წი- ნააღმდეგ მებრძოლი ჯარის სარდლად მაზ- ნიაშვილი დაინიშნა. მან, ჩვეული წესით, ჯერ მოსამზადებელი ღონისძიებები გაატარა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ გენერალი ყოველთვის უფრთხილდებოდა ჯარისკაცთა და ოფიცერთა სიცოცხლეს და სამხედრო ოპერაციებსაც შესაბამისად გეგმავდა. მაზ- ნიაშვილმა მდინარე ჩოლოქთან შეაჩერა ოსმა- ლთა ჯარის წინსვლა, შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა და ბათუმი გაათავისუფლა. 1918 წ-ის ზაფხულში, აფხაზეთში ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების შემდეგ, გ. მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერ- ნატორად და იქ მყოფი ქართული ჯარების სარდლად დაინიშნა. ივნისის მეორე ნახევარ- ში მან კონტრშეტევა დაიწყო, გაათავისუფლა ჯერ ახალი ათონი, გუდაუთა და გაგრა, ხოლო შემდეგ ქართულმა ჯარმა დაიკავა ადლერი, 6 ივლისს - სოჭი (სოჩა). ივლისის ბოლოს ქა- რთულმა შენაერთებმა ქალაქი ტუაფსეც დაი- კავეს. აქ ქართულ ჯარს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეს გენერალ დენიკინის არმია იყო. მასთან შეირაღებული შეტაკების თავი- დან აცილების მიზნით, მაზნიაშვილმა ტუაფსე დატოვა და უკან დაიხია. ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში გენერალი მაზნიაშვილიც მონაწილეობდა. 1918 წ-ის ნო- ემბრდან მაზნიაშვილი თბილისის გენერალ- გუბერნატორი იყო. სომხეთთან ომის დაწყე- ბის შემდეგ, დეკემბრის მეორე ნახევარში, მაზნიაშვილი ყველაზე მთავარი და რთული მიმართულების, შულავერი-სადახლოს ფრო- ნტის სარდლად დაინიშნა. სათანადო მომზა- დების შემდეგ მისი შენაერთები შეტევაზე გა- დავიდნენ და გაათავისუფლეს შულავერიც და სადახლოც. ქართული ნაწილების წინსვლა 31 დეკემბრის 24 საათზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტამ შეაჩერა. 1919 წ-ის დასაწყისში მაზ- ნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრე- ბის გუბერნატორია და ოსმალთა აგენტების მიერ პროვოცირებული ანტისახელმწიფოებ- რივი ამბოხების ჩაქრობას ხელმძღვანელობს. მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები მეტად მცირერიცხოვანი იყო, დამატებითი ძალე- ბის გაგზავნას კი გენერალი შეგნებულად არ ითხოვდა, რადგან ამ დროს სოჭის ფრონტზე დენიკინელთა შემოტევა დაიწყო და ყველაზე დიდი საფრთხე „თეთრგვარდიელთა“ აგრესია იყო, ამიტომ მთელი ძალები სწორედ ამ მიმა- რთულებით უნდა გაგზავნილიყო. მიუხედავად ამისა, გენერალმა მაინც შეძლო პირველ ეტაპ- ზე გარკვეული წარმატების მიღწევა და თურ- ქთაგან რამდენიმე დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლა, მაგრამ შემდგომ ვითარება შეიცვალა და ქართულმა ჯარმა ახალციხე და- ტოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, სამხედრო მი- ნისტრის ბრძანებით, მაზნიაშვილი თბილისში გაიწვიეს, მის ადგილზე კი გენერალი კვინიტა- ძე დაინიშნა. თბილისში დაბრუნებულ გენერა- ლს აბსურდული ბრალდება, ხელმძღვანელო- ბის შეცდომაში შეყვანა წაუყენეს და ახალცი- ხის დატოვებაც დანაშაულად ჩაუთვალეს. ძიება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. 1920 წ-ის ოქტომბერის დასაწყისში გამართულმა 253 სასამართლომ გენერალი გაამართლა. მთელი ამ ხნის მანძილზე გ. მაზნიაშვილი აქტიურ სამხედრო საქმიანობას ჩამოცილებული იყო. 1920 წ-ის ოქტომბერში ის თბილისის გარნიზო- ნის უფროსად დაინიშნა. 1921 წ-ის თებერვალ- ში თბილისთან მიმდინარე ბრძოლის დროს გე- ნერალი მაზნიაშვილი მეთაურობდა ფრონტის ცენტრალურ - სოღანლუღის მიმართულებას. 18-19 თებერვლის ღამეს მან მძიმე მარცხი აგემა მოწინააღმდეგეს და დაატყვევა 1500 წი- თელარმიელი. თბილისის დატოვების შემდეგ მონაწილეობდა ოსიაურთან განხორციელე- ბულ კონტრშეტევაში (სარდლობდა მთავარ მიმართულებას) - უღელტეხილების დაცვაში ლიხის ქედზე. დასავლეთ საქართველოში გა- დასვლის შემდეგ დაინიშნა არიერგარდის მე- თაურად. წარმატებით შეაჩერა სენაკთან აფხა- ზეთის მხრიდან მომავალი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები და ამით მთავრობი- სა და დამფუძნებელი კრების წევრებს ქუთაი- სიდან ბათუმში ევაკუაციის საშუალება მისცა. ბათუმში ჩასვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა იქ მყოფ ქართული ჯარის ნაწილებს, 1921 წ-ის 18- 20 მარტს ქალაქ ბათუმიდან და ბათუმის ოლ- ქიდან განდევნა ქემალისტები, რის შედეგადაც ეს მხარე კვლავ საქართველოს შემადგენლო- ბაში დარჩა. საქართველოში საბჭოთა ხელი- სუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. სამხედრო სამსახური განაგრძო საბჭოთა საქართველოს წითელ ჯარში. იყო: ქვეითთა დივიზიის მეთური; მთავარი სამხედ- რი ინსპექტორი. 1923 დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით და მიუ- საჯეს დახვრეტა, რომელიც საზღვარგარეთ გასახლებით შეუცვალეს. რამდენიმე წელი ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ დაბრუნდა საქა- რთველოში და მშობლიურ სოფელში გლეხურ მეურნეობას ეწეოდა. 1937 ჯერ მისი ვაჟიშვი- ლი დააპატიმრეს და დახვრიტეს, ხოლო შე- მდეგ ის.


თხზ.: გ. მ ა ზ ნ ი ა შ ვ ი ლ ი, მოგონებები, ბათ, 1990.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; М. Гогитидзе. Военная элита Кавказа, т. I, 2007; ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, 2007; ა. ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში 1918-1920 წლებში, თბ., 2014.


მაზნიაშვილი გიორგი (დ. 1872 - გ. 1937)ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი. მეფის რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით.

  • 1918-21 წლებში იყო საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის არმიაში. ებრძოდა თურქეთის ჯარებს (1918, 1921), რუს ბოლშევიკებს (1918, 1921), სომეხ დაშნაკებს (1918).
  • 1918 წელს იყო აფხაზეთის, ხოლო 1919 წელს ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი.
  • 1920 წელს – თბილისის გარნიზონის უფროსი.
  • 1921 წლის მარტში მაზნიაშვილმა ქართული ჯარის ნარჩენებით დაიცვა ბათუმი თურქებისაგან და ქალაქი ბოლშევიკებს გადასცა, რითაც ბათუმი (აჭარასთან ერთად) საქართველოს შეუნარჩუნა.
  • 1921-23 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში.
  • 1923 წელს დააპატიმრეს.

შემდეგ რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა საზღვარგარეთ (სპარსეთში, საფრანგეთში). ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული ცხოვრობდა საკუთარ სოფელ სასირეთში, ეწეოდა სოფლის მეურნეობას. მიუხედავად ამისა, 1937 წლის რეპრესიების დროს მაზნიაშვილი კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. 2013 წლის 26 სექტემბერს, მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


იხილე აგრეთვე

გიორგი მაზნიაშვილი


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები