მარგველაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე(დ. 1969), საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი 2013 წლის 27 ოქტომბერიდან.

განათლება

ბატონმა მარგველაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი - პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პოლიტიკური მოღვაწეობა

  • 2011 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში,
  • 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად.
  • 2013 წლის 11 მაისს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები