მიურატი ლუი-ნაპოლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიურატი ლუი-ნაპოლეონ აშილის ძე (25.VIII.1872 - 14.VI.1943) - სამხედრო სამსახური დაიწყო საფრანგეთში. დაამთავრა სომიურის სამხედრო სასწავლებელი. რუსეთის არმიაში სამსახურში გადმოვიდა პორუჩიკის ჩინით (1904). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლებისის ომის მონაწილე. იასაული (1905). როტმისტრი (1908). პოლკოვნიკი (1910). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ინგუშთა ცხენოსანი პოლკის უფროსის თანაშემწე. ოფიცერთა საკავალერო სკოლის პოლკის უფროსი. 1915 წლიდან კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაშია. 1916 წ-დან დრაგუნთა მე-12 პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917).

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ, ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე- 3 ხარისხის ხმლებით.

1917 დაბრუნდა საქართველოში. 1919 დაინიშნა უცხოეთის მისიებთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსის თანაშემწედ. 1921 დატოვა საქართველო. ცხოვრობდა ნიცაში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
  • მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები