მუხაძე გრიგოლ
მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე - (1879, ქ. თბილისი - 1948 , ქ. თბილისი) - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , საქა- რთველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადო- ების თავმჯდომარე (1947-1948). 1908 დაამთა- ვრა ტომსკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1918 სპ. ვირსალაძესთან და ივ. თიკანაძე- სთან ერთად, იყო ქართველ ექიმთა და ბუნე- ბისმეტყველთა საზოგადოების მეთაური. 1919 წ-დან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსი- ტეტის პროფესორი. 1919-1921 წწ-ში ხელმ- ძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივე- რსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას.
1921-1948 წწ-ში იყო ჯერ თსუ-ის, მოგვია- ნებით კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, ხოლო 1924-1925 წწ-ში - თსუ-ის სამკურნა- ლო ფაკულტეტის დეკანი. 1925-1937 წწ-შიიყო ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის დირექტორი. მისი თაოსნობით 1932 შეიქმნა სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური, რომელიც ჯერ სისხლის გადასხმის სამეცნიე- რო-კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა (1935), ხოლო მოგვიანებით - საქართველოს სსრ მეც- ნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული ქი- რურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტად (1946), რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობ- და გარდაცვალებამდე. მას დიდი წვლილი მი- უძღვის საქართველოში ორთოპედიის, ტრავ- მატოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, ონკოლო- გიის, ნეიროქირურგიისა და სხვა დარგების განვითარებაში. იკვლევდა გულ-სისხლძარღვ- თა სისტემას, სამხარეო პათოლოგიასა და სის- ხლის გადასხმის საკითხებს. ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი: კერძო ქირურგია, ტ.1, თბ., 1949, თანაავტორი კ. ვეფხვაძე; სისხლის გადასხმის სახელმძღვანელო, თბ., 1939; სის- ხლის გადასხმის ცნობარი, თბ., 1941.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
დ. მამამთავრიშვილი, მ. კომახიძე, გრიგოლ მუხაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1954.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი