სალაყაია იოსებ
სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე (1881, სოფ. თეკლა- თი, სენაკის მაზრ. - 1940, აჟენი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა გლეხის ოჯახში, წლების გან- მავლობაში პოლიტიკური დევნის გამო ცხო- ვრობდა შვეიცარიასა და ბელგიაში. განათლე- ბა ბელგიაში მიიღო.
1919 წ-ის 12 მარტს დამფუძნებელი კრე- ბის პირველ სხდომაზე მან ხელი მოაწერა სა- ქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1921 პოლონეთის მთავრობამ საქართველოს და- მოუკიდებლობა დე იურე ცნო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ი. სალაყაია პოლონეთში (სიმონ სიდამონ- ერისთავის შემდეგ) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. 1920 წ-ს დაარსდა სპეციალური ორგანო - „ქარ- თული კომიტეტი პოლონეთში“. მას ჰქონდა თავისი სტატუსი, დამტკიცებული პოლონეთის ხელისუფლების მიერ. კომიტეტმა მუშაობა გა- აგრძელა საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, 1922 წ-ის ბოლომდე. მას ხელმძღვანელობდა ს. ყურულიშვილი, ხოლო შემდეგ ი. სალაყაია.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ი. სალაყაია საქართვე- ლოს დრ-ის მთავრობასთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს შელახული უფლებე- ბის აღსადგენად. შედიოდა ნ. რამიშვილის თა- ვმჯდომარეობით პარიზში მოქმედ საპროპაგა- ნდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში. იყო ასევე ვარშავის ქართული კოლონიის გა- მგეობის თავმჯდომარე. 1926 ე. გეგეჭკორთან ერთად, მონაწილეობდა პოლონეთის სდმპ კონგრესის მუშაობაში, ხოლო, 1933 წ-ის ნოემ- ბერში - ქართული ასოციაციის კრების მუშაო- ბაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ჯარების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერი- ოდში, 1940 ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნული მთავრობის მიერ წარგზავნილი იყო საფრანგეთის დასავლეთში მდებარე ქ. ან- ჟეში შეხიზნულ პოლონეთის მთავრობასთან, სადაც გარდაიცვალა. მოგვიანებით იგი ქ. ანჟედან ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი მეგობარი, ემიგრანტი ს. ასათიანი ი. სალაყაიას ასე ახასიათებს: „მისი იდეალი: დემოკრატიით სოციალიზმის განხო- რციელება - საერთო ბედნიერების დამყარება, მისი საყვარელი ერის თანასწორი უფლებებით საერთაშორისო ოჯახის წევრად გახდომა - შე- ურაცხყვეს და ისიც სასოწარკვეთილებამ მოი- ცო - ერის დაპყრობას დიდად განიცდიდა. უწინ მხიარული, საუკეთესო მომავლის იმედებით აღფრთოვანებული, შეუჩერებელი მებრძოლი, დაპყრობის შემდეგ, ძვირად ნახავდით მას მხი- არულს, თვით ღიმილიც კი ხატავდა მის მწარე განცდებს. მიუხედავად ათეული წლების გას- ვლისა - ეს განცდები მასში არ შენელებულა!...“
- ლელა სარალიძე
ლიტერატურა
- ჟურ. „ჩვენი დროშა“, პარ., 1949, №1;
- ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1994;
- რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ., 2007.