კუტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 18 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუტალი - ძირჩადგმული, ცილინდრისებური სამ დაბალ ფეხზე შემდგარი ხის (ნაძვის, კატრის) ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილი, ყელი, ტანი და სახელური.
კუტალი ითლებოდა ორი მტკაველი სიგრძის ხისაგან, მის ტანს ხოწით ამოთლიდნენ, ხოლო ყელს შამფურით ჩასწვავდნენ. ნედლ კუტალს ფიჭვის ხმელ ძირს ჩაუდგამდნენ. კ
უტალის დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გოდერძისა და წინუბნის კუტალები. წყლით ავსებულ კუტალს სახელურით ზურგზე მოიკიდებდნენ, აქედანაა წარმოშობილი იმერულ დიალექტში შესული სიტყვა „მოკუტალება“.
- გ.გ.