საქართველოს ქალაქთა კავშირი
ქალაქთა კავშირი - საქართველოში არსებული საქალაქო თვითმმართველობათა მაკოორდინებელი ორგანო. შეიქმნა 1918 წლის 14 სექტემბერს. იყო სახელმწიფოსა და თვითმმართველ ქალაქებს შორის დამაკავშირებელი რგოლი, უფლება ჰქონდა, ინიციატივით მიემართა ცენტრალური ხელისუფლებისა და პარლამენტისათვის. დამტკიცებული დებულების თანახმად, მისი ფუნქციონირებისათვის ქალაქები ვალდებული იყვნენ, „კავშირის“ ფონდში ჩაერიცხათ საწევრო შენატანი (თავდაპირველად საუბარი იყო ქალაქის ბიუჯეტის 0.5%-ის შეტანაზე, თუმცა ქალაქები დაწესებულ გადასახადს ვერ იხდიდნენ და თითქმის ყველა ქალაქს დავალიანება დაუგროვდა), ასევე „ქალაქთა კავშირს“ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
1918 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის „ქალაქთა კავშირის“ მე-7 ყრილობა. პირველივე დღეს „კავშირის“ მომავალი საქმიანობისა და ფუნქციის თაობაზე დელეგატთა შორის მწვავე დებატები გაიმართა. ძირითა- დად, ორი მოსაზრება გამოიკვეთა - ერთნი ცდილობდნენ „კავშირს“ განეგრძო არსებობა ამ ფორმით და ამ სახელით, ხოლო მეორე- ნი მოუწოდებდნენ დელეგატებს, მხარი დაე- ჭირათ „ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის“ რეორგანიზაციისათვის და მის ბაზაზე შეექ- მნათ საქართველოს „ქალაქთა კავშირი“. სა- ბოლოოდ, ამ უკანასკნელმა მოსაზრებამ გაი- მარჯვა. „ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის“ ყრილობის ბოლოს, 14 სექტემბრის სხდომაზე, მიიღეს შემდეგი რეზოლუცია: „ვიღებთ რა მხედველობაში, რომ პოლიტიკურმა პირობებ- მა გაყვეს ამიერ კავკასია სამ რესპუბლიკათ და შეუძლებელი გახდა, რომ სხვა რესპუბლი- კის ქალაქთა წარმომადგენელთ მიეღოთ მო- ნაწილეობა ყრილობაში, არსებობა „ქალაქთა კავშირისა“ ფაქტიურათ დაირღვა, მხოლოდ სახელი, ფორმა რჩება ამიერ კავკასიისა, რაც არც სასურველია და ხელს უშლის საქმის ნორ- მალურ მსვლელობას. ერთად ერთი გამოსავა- ლი ამ მდგომარეობიდან, ეს დაარსებაა ყველა რესპუბლიკის ფარგლებში დამოუკიდებელი ქალაქთა კავშირებისა. ამის გამო ყრილობა აცხადებს მთავარ კომიტეტს გაუქმებულათ და ყრილობას დახურულათ“. იმავე საღამოს გაიხსნა საქართველოს „ქალაქთა კავშირის“ დამფუძნებელი ყრილობა. პარტიების წარმო- მადგენლებმა მას შემდეგ, რაც შეჯერდნენ სტრუქტურაზე და მთავარ კომიტეტის სარე- ვიზიო და სარედაქციო კომისიები რაოდენო- ბაზე, გამოაცხადეს შესვენება კანდიდატებზე ფრაქციული კონსულტაციებისათვის. ყრილო- ბის განახლების შემდეგ ჩატარდა არჩევნები. მთავარ კომიტეტში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან გავიდნენ: მ. რუსია, ს. რო- ბაქიძე, ნ. ფალილეევი, დ. კალანდარიშვილი, ი. ჟორდანია, ი. ბესელიძე, მ. ამჩისლავსკი, კ. საბახტარიშვილი, ნ. ელიავა და ა. გ. კარაევი; სოციალ-ფედერალისტური სარევოლუციო პარტიიდან: ს. მდივანი, ა. პაპავა; სოციალ-რე- ვოლუციური პარტიიდან: ა. კალიუჟნი, ა. ხუ- დადოვი; დაშნაკებიდან: გ. იაგჯიანი, ბ. ტოპ- ჩიანი. მთ. კომიტეტის კანდიდატებად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: პ. კიკა- ლეიშვილი, ა. კორძაია, კ. ანდრონიკაშვილი; სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან: ა. ჯა- ჯანაშვილი; სოციალ-რევოლუციური პარტიი- დან: გ. მარქარიანი; დაშნაკებიდან: ა. ბაბაიანი, მ. ზარგარიანი. სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: ვ. შარა- შენიძე, პ. ჯაფარიძე, ა. ჭიაბერიშვილი; სოცი- ალ-რევოლუციური პარტიიდან ნ. ტარხანოვი; დაშნაკებიდან ს. მანასიანი. საქართველოს „ქა- ლაქთა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ელიავა.
საქართველოს „ქალაქთა კავშირმა“ დაა- რსებისთანავე დაიწყო აქტიური საქმიანობა, თუმცა გარკვეული პერიოდი დასჭირდა რე- ორგანიზაციის პროცესს. 1919 წ-დან „ქალაქთა კავშირი“ თავის საქმიანობას მნიშვნელოვნად აფართოებს, რასაც ნაწილობრივ ხელი შეუწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებ- მა, რომლის დროსაც ქალაქების საბჭოები და- კომპლექტდა ქართული პოლიტიკური პარტი- ების წარმომადგენლებისაგან, ასევე მთავრო- ბის პოლიტიკურმა კურსმა, რომ ქალაქები- სათვის და ერობებისათვის მეტი დამოუკიდებ- ლობა მიეცათ. 1919 წ-ის 16 მარტს გაიმართა „ქალაქთა კავშირის“ II ყრილობა, რომელმაც იმსჯელა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მოისმინა „კავშირის“ განყოფილებების მოხსე- ნებები, ასევე საქალაქო თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია. ყრილობის მუშაობაში მთავარი საკითხი იყო ქალაქთა სა- ბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ მსჯე- ლობა, საქალაქო დებულების შემუშავება და „ერობათა კავშირსა“ და „ქალაქთა კავშირს“ შორის ურთიერთობის განსაზღვრა. საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია „კავშირის“ „სა- მედიკო სასანიტარო განყოფილების“ გამგის, პ. კიკალეიშვილის, მოხსენებამ. კამათში გა- მოსულმა სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენ- ლებმა აღნიშნეს, რომ „კავშირის უმთავრესი კომიტეტი საკმაოდ არ შველის ქალაქებს სხვა და სხვა გადამდებ სენთან საბრძოლველათ, მაგალითად სახადთან, რომელიც ფრიად გავ- რცელებულია საქართველოს ქალაქ-სოფლებ- ში... მსჯელობის დროს ბორჯომის წარმომა- დგენელმა ბ-ნმა კანდელაკმა სხვათა შორის, აღიარა, რომ გაზაფხულს უნდა მოველოდეთ ხოლერას, მუცლის ტიფს და დიზენტერიას და საჭიროა ეხლავე ქალაქთა კავშირმა მიიღოს სათანადო ზომები. სხვათა შორის, ორატორ- მა განაცხადა, რომ ბაკურიანის ტყეებში ჯერ ეხლაც ასობით ყრია დაუმარხველი მკვდრები, რომელიც ხოლერამ შარშან იმსხვერპლა.“ „ქა- ლაქთა კავშირის“ ყრილობამ ბოლო სხდომა- ზე, 22 მარტს, აირჩია მთავარი კომიტეტი და სარევიზიო კომისია. მთავარ კომიტეტის განა- ხლებულ შემადგენლობაში მოხვდნენ: დ. კალა- ნდარიშვილი, პ. ჯაფარიძე, ა. ჯაჯანაშვილი, ნ. ელიავა, ბ. ჩხიკვიშვილი, ნ. ფალილეევი, მ. რუ- სია, ა. კორძაია, ა. ზუხბაია, ვ. შარაშენიძე, გ. მურვანიძე, კ. ანდრონიკაშვილი, კ. გოგუა, ს. მდივანი; კანდიდატებად: გ. ურატაძე, კ. იმნა- ძე, დ. მიქელაძე და ივ. ჭავჭანიძე. „ქალაქთა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ელიავა, ხოლო მოადგილედ მ. რუსია.
თვითმმართველი ქალაქების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მთავრობასა და თვითმმა- რთველობებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე, ქალაქების სურსათ-სანოვაგით მომარაგების აუცილებლობაზე, ქალაქებში განსახორციელებელ აუცილებელ ინფრასტ- რუქტურულ პროექტებზე იმსჯელა 1920 წ-ის 16-26 ივნისს გამართულმა საქართველოს რეს- პუბლიკის ქალაქთა წარმომადგენელთა მესამე ყრილობამ. სულ გაიმართა 13 სხდომა, რომელ- ზეც გამოტანილ იქნა რეზოლუციები სხვადას- ხვა საკითხზე. გადაწყდა, 1921 წ-ის გაზაფხულ- ზე მოწყობილიყო ქალაქთა გამოფენა. ბოლო სხდომაზე კი აირჩიეს „ქალაქთა კავშირის“ მთა- ვარი კომიტეტი და სარევიზიო კომისია. მთა- ვარ კომიტეტში შევიდნენ: ნ. ელიავა, მ. რუსია, ა. ჯაჯანაშვილი, ნ. ფალილეევი, ბ. ჩხიკვიშვი- ლი, დ. თოფურიძე, ი. ჟორდანია, ა. კორძაია, გ. მურვანიძე, ვ. შარაშენიძე, ნ. ჩხეიძე, ა. ლა- ნდია, კ. გოგუა, პ. გოთუა, კ. ანდრონიკაშვილი, ს. მდივანი. გ. ბადრიევი, დ. კალანდარიშვილი, ევ. თოდუა, ვ. ღლონტი. სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: პ. კახიანი, აკ. პაპავა, გ. კონიაშვილი, პ. თუმანიშვილი, ზ. ხიდერბეგიშვილი.
„ქალაქთა კავშირი“ ცდილობდა, ყველა მიმართულებით დახმარებოდა ადგილობრივ თვითმმართველობებს. ქალაქების საჭიროები- სათვის „კავშირს“ შემოჰქონდა ხორბალი, კა- რტოფილი, ხახვი, თამბაქო, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საგნები, რომელსაც მისა- ღებ ფასად უგზავნიდნენ ქალაქებს. მთავრო- ბისგან „ქალაქთა კავშირს“ უფლება ჰქონდა, განეხორციელებინა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა. მის საკუთრებაში იყო ავეჯეულო- ბისა და შუშის ქარხნები. ქალაქთა კავშირმა მოაწყო ავტომობილით მიმოსვლა თბილისსა და დუშეთს, ასევე ხონი-ქუთაისსა და ხონი-სამ- ტრედიას შორის. მიწათმოქმედების სამინისტ- რომ მას გადასცა შეშის დასამზადებლად ტყის მასივი შორაპნის მაზრაში. „კავშირი“ ასევე სა- რგებლობდა საგადასახადო შეღავათებით, მაგალითად, ბაჟის გადახდის გარეშე მთავრობამ ნება მისცა, ქვეყნიდან გაეტანათ 25 000 ფუთი თხილი. „კავშირს“ ასევე ჰქონდა საკუთარი სტამბა, რომელშიც იბეჭდებოდა სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები. „ქალაქთა კავში- რი“ აქტიურად მუშაობდა დამფუძნებელ კრე- ბასთან ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.
- ჯაბა სამუშია
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი