ახვლედიანი იასონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
'იასონ ახლედიანი

ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე - (7.IV.1852 - 19.I.1940) - გენერალი.

დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე. 1900 გროზნოს სარეზერვო ბატალიონის უფროსი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. ბატალიონის მეთაური. მანჯურიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე. 1906-1911 წლებში პოლკის მეთაური, აბასთუმნის ჰოსპიტლის უფროსი, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტი. 1912 წ-დან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-4 ხარისხის, მე-3 ხარისხის, მე-2 ხარისხის, 1-ლი ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმირის მე-4 და მე-3 ხარისხის.

1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ვეტერანთა სახლის უფროსი. 1921 საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები